არასამთავრობოები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს შეხვდნენ

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების”, წარმომადგენლები საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების მიმდინარეობის შეფასებასთან დაკავშირებით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველ მოადგილე, თეიმურაზ მურღულიას შეხვდნენ.
შეხვედრას „ახალგაზრდა ადვოკატების“ ინიციატივით დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციათა ალიანსის: „ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან ევროკავშირის წევრობამდე“ წევრებიც დაესწრნენ, რომლებიც დეტალურად გაეცნენ ეროვნული სამოქმედო გეგმის მიხედვით სამინისტროს ღონისძიებებსა და სტრატეგიულ გეგმებს. როგორც შეხვედრაზე „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა, ალიანსი დაინტერესებულია მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმოს სამინისტროების მუშაობას ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ნაწილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები