გიორგი მარგველაშვილი ავლაბრის რეზიდენციის დატოვებას არ აპირებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ავლაბრის რეზიდენციის დატოვებას არ აპირებს, – ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ დღეს თემაზე საუბრისას განუცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილის ყოფნა სამართლებრივად აბსოლუტურად გამართლებულია.
„აქ ყველაფერი ნათელია სამართლებრივი თვალსაზრისით. პრეზიდენტი არასოდეს არ დაუშვებს იმას, რომ ის იყოს სამართლებრივი სივრციდან გასული და მგონი ეჭვიც არ გეპარებათ არავის იმაში, რომ პრეზიდენტის აქ ყოფნა, ამ სასახლეში სამართლებრივად აბსოლუტურად გამართლებულია“, – აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები