„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა დეპუტატმა არყის გამოსახდელი ქვაბის აფეთქების შედეგად სხეულის დამწვრობა მიიღო – ფოტო

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა დეპუტატმა დავით გელაშვილმა, მეტსახელად „ფიშტომ“ არყის გამოსახდელი აპარატის აფეთქების შედეგად სხეულის დამწვრობა მიიღო.
როგორც „კვირას“ ბ. იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, პაციენტი მისი ბავშვობის მეგობარია და მას ამბულატორიული სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
მისივე თქმით, შემთხვევა თბილისთან ახლოს, დავით გელაშვილის აგარაკზე მოხდა.12242084_1036009926421500_1954500772_n (1)
„დავითი ჩემი ბავშვობის მეგობარია, ჩვენ, მთაწმინდაზე ერთად გავიზარდეთ და ბავშვობა ერთად გავატარეთ. დავითი აგარაკზე არაყს ხდიდა, როგორც ჩანს, ტემპერატურამ ისე მოიმატა, რომ არყის გამოსახდელ აპარატს ხუფი აეხადა და აფეთქდა. იქვე ბავშვებიც თამაშობდნენ და ჩემი მეგობარი ამ ყველაფერს გადაეფარა, რის გამოც სხეულის დამწვრობა მიიღო. მას ხელები და მუცლის ზედაპირი ჰქონდა დამწვარი. შემთხვევის შედეგად, ჩემმა მეგობარმა მე-2-3 „ა“ ხარისხის დამწვრობა მიიღო. პაციენტს ამბულატორიული მკურნალობა დასჭირდა და მკურნალობას სახლში აგრძელებს“, – აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.
შეგახსენებთ, რომ დავით გელაშვილი 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო და ის საბურთალოს რაიონში იყრიდა კენჭს. მაშინ, დავით გელაშვილის კონკურენტები პოლიტიკური ”ალიანსიდან” „რესპუბლიკელი“ თინა ხიდაშელი და „ქრისტიან-დემოკრატებიდან“ ზაზა გაბუნია იყვნენ.
საბურთალოს საარჩევნო უბანზე 8 კანდიდატიდან ლიდერთა სამეული ამომრჩეველთა ხმების რაოდენობით ასე გადანაწილდა:
დავით გელაშვილი (ფიშტო) – 8345;
თინა ხიდაშელი – 6218;
ზაზა გაბუნია – 1459.

12248689_1036010169754809_1368135651_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები