ჩაქვში ძლიერმა წვიმამ და ქარმა საცხოვრებელი სახლი დაანგრია, არიან დაშავებულები

ჩაქვში ძლიერი წვიმამ და ქარმა სამსულიანი სურმანიძეების საცხოვრებელი სახლი დაანგრია. „აჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციით, შემთხვევის დროს სახლში ოჯახის სამივე წევრი იმყოფებოდა, მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.
დაშავებულები ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
ასევე, ძლიერმა წვიმამ და ქარმა სოფელ ჯიხანჯურში საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.  შემთხვევის შედეგად ოჯახის უფროსს დაზარალდა, ის ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობს.
სტიქიის შედეგად ციხისძირში მრავალბინიან კორპუსს ძლიერი ქარის შედეგად ხე დაეცა. დაზიანდა კორპუსის სახურავი და დაიბზარა კედლები. უბანს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია. „აჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციათ, არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები