საქართველოში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ წელს 95 %-იანი ეფექტურობით იმუშავა

საქართველოში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ წელს 95 %-იანი ეფექტურობით იმუშავა. ამის შესახებ”დელტაში” 2015 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადეს.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის როგორც ელექტრონული, ასევე მექანიკური კომპონენტების უდიდესი ნაწილი საქართველოში, სწორედ “დელტას” საწარმოებში დამზადდა.

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის მონაცემებით, ზაფხული-შემოდგომის სეზონის განმავლობაში კახეთში 50 სეტყვასაშიში პროცესი განვითარდა, საიდანაც 47 სისტემამ სრულიად გაანეიტრალა. ანგარიშის წარდგენას სოფლის მეურნეობის მინისტრი დაესწრო. მან პროექტი წარმატებულად შეაფასა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები