საბერძნეთში დანაშაულებრივი ჯგუფის ქართველი მეთაური დააკავეს, რომელმაც მოხუცი ცოლ-ქმარი აწამა

ბერძენმა სამართალდამცველებმა იმ დანაშაულებრივი დაჯგუფების ქართველი მეთაური დააკავეს, რომელიც წელს აგვისტოში, თანხის და ძვირფასეულობის გამოძალვის მიზნით, ტავერნის მეპატრონის სახლში შეიჭრა და ცოლ-ქმარი განსაკუთრებული სისასტიკით აწამა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ თავდასხმის შემდეგ შემთხვევით გადარჩა ტავერნის მეპატრონის მეუღლე. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამართალდამცავები დანარჩენ დეტალებზე არ საუბრობენ.
ამ გახმაურებული საქმის ირგვლივ, ისევე, როგორც ელადაში მოთარეშე, მანქანების ქურდების უდიდესი კრიმინალური დაჯგუფების აღმოჩენის შესახებ, ათენის უსაფრთხოების სამმართველოს უფროსი სპეციალურ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დანაშაული რამდენიმე თვის წინ, აგვისტოში მოხდა. თავდასხმის ფაქტმა, კუნძულ ჰიდრას კრიმინალურ ისტორიაში, მანამდე არსებული დანაშაულები დაჩრდილა, – წერს გამოცემა.
ტავერნის მეპატრონის მეუღლის ჩვენების თანახმად: ცოლ-ქმარმა ტავერნა ღამის 2 საათზე დაკეტა და საკუთარ სახლში წავიდნენ, რომელიც იქვე დაწესებულებასთან ახლოს მდებარეობდა. ცოტა მოგვიანებით, მათ კერძო ბინაში 2 ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრა. თავდამსხმელებმა ჯერ ცოლ-ქმარი გაკოჭეს, შემდეგ კი პირი აუკრეს და დაჟინებით დაუწყეს გამოკითხვა ფულის და ოქროულობის შესახებ.
ქალის ჩვენების მიხედვით, ბოროტმოქმედები ერთმანეთში ბერძნულად არ ლაპარაკობდნენ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათ სცემდნენ. დაზარალებული ასევე ამტკიცებს, რომ სანამ დამნაშავეები წავიდოდნენ, მათ აჩვენა ჩემოდანი, სადაც 40 ათასი ევრო ინახებოდა.
შემდგომში, 58 წლის ქალმა გონება დაკარგა. გონზე მოსვლის შემდეგ შეძლო გათავისუფლება და ქმრის მოსულიერებას შეეცადა, რომელიც არ რეაგირებდა. ამის შემდეგ ქალმა კუნძულის პოლიციის განყოფილებას მიაკითხა.
აღსანიშნავია, რომ ბანდის ზოგიერთი წევრი პოლიციის თანამშრომლებმა კუნძულზევე, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები