სოზარ სუბარი ადამიანის უფლებათა სფეროში ევროსაბჭოს კომისარს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ადამიანის უფლებათა სფეროში ევროსაბჭოს კომისარს ნილს მუჟნიეკსს და ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.
როგორც “კვირას“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მინისტრმა ევროსაბჭოს წარმომადგენლებს დევნილთა, ლტოლვილთა და რეპატრიანტთა მიმართულებით სამინისტროს საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
უწყების ინფორმაციით, სოზარ სუბარმა სტუმრებს ის პროგრამებიც გააცნო, რომლებსაც სამინისტრო დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით ახორციელებს.
შეხვედრის დასასრულს, ევროსაბჭოს დელეგაციის წევრებმა ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებისთვის მინისტრს მადლობა გადაუხადეს.
საქართველოში ვიზიტის შედეგად, კომისარი მოამზადებს ანგარიშს, რომელიც განხილული იქნება კომისრის 2015 წლის კვარტალური ანგარიშის ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები