თამაზ მეჭიაური ავლაბრის რეზიდენციაზე: გაცილებით წარმატებული პრეზიდენტები მუშაოებენ მაგის მეათედ ფართობზე

პარლამენტის ,,საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის” თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, ავლაბრის რეზიდენციიდან პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გამოსახლებასთან დაკავშირებით სამართლებრივი გზა არსებობს.
მისი თქმით, პრეზიდენტმა თავადვე განაცხადა, რომ ის იქ არ აპირებდა მუშაობას.
,,პრეზიდენტის გამოსახლებასთან დაკავშირებით არსებობს სამართლებრივი გზა. ყველას აქვს განსაზღვრული თავისი სამუშაო ადგილი. როგორც განისაზღვრება კანონმდებლობით და შესაბამისი უწყებების გადაწყვეტილებით, ის იქნება პრეზიდენტის სამუშაო ადგილი. მას თვითონვე ჰქონდა გაცხადებული, რომ ის იქ არ აპირებდა მუშაობას და ძალიან კარგად ეტეოდა იქ, სადაც იყო განსაზღვრული. მარგველაშვილზე გაცილებით წარმატებული და დიდი ქვეყნების პრეზიდენტები მუშაოებენ მაგის მეათედ ფართობზე. გადახედოს, რომელს აქვს ასეთი პომპეზური შენობები. თეთრ სახლზე დიდია კინაღამ”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები