კახა კალაძე: დღეს შეუძლებელია ვინმემ თქვას, რომ საქართველოში არ არის სიტყვის თავისუფლება

დღეს საქართველოში გვაქვს სიტყვის თავისუფლება ისე, როგორც არასდროს. თითოეული თქვენგანი დღეს არის თავისუფალი ზეწოლისგან – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის მიერ სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
კალაძემ აღნიშნა, რომ აბსოლუტურად ეთანხმება ყველა იმ განცხადებას, რომელიც გამოითქვა სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით.
“დღეს საქართველოში ჩვენ გვაქვს სიტყვის თავისუფლება ისე, როგორც არასდროს. თითოეული თქვენგანი დღეს არის თავისუფალი ზეწოლისგან. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან თავისუფლები. თავიანთი განსხვავებული აზრის გამო მათ არავინ სდევნის, არავინ იჭერს, როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა. ამიტომ დღეს შეუძლებელია ვინმემ თქვას, რომ საქართველოში არ არის სიტყვის თავისუფლება. მედია არ არის თავისუფალი. თქვენ, თითოეული თქვენგანი, ჟურნალისტები დამეთანხმებით, რომ ეს გარემო არის შექმნილი და ეს ჩვენი, თქვენი, ხელისუფლების, ხალხის დამსახურებაა”, – განაცხადა კახა კალაძემ.
კითხვაზე, იმოქმედებს თუ არა “რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებული პროცესები ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესზე, კალაძემ აღნიშნა, რომ არანაირი შეხება არ აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები