ირაკლი ღარიბაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ელჩს საქართველოში შეხვდა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ელჩს საქართველოში ნასარ ჰაბაშნეს შეხვდა.
შეხვედრას, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, გაცნობითი ხასიათი ჰქონდა.
მხარეებმა განიხილეს საქართველო–იორდანიას შორის არსებული ურთიერთობები და ამ ურთიერთობების გარღმავების პერსპექტივები დასახეს.
საუბარი შეეხო თანამშრომლობის გაღრმავებას ეკონომიკის, ტურიზმის სფეროებში.