პრემიერმა “მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის” გამოფენაზე შავი ზღვის უნივერსიტეტის სტენდი დაათვალიერა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, 10-17 ნოემბერს საქართველოს მასშტაბით “მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული” გაიმართება.
გახსნის ცერემონიალი საგამოფენო ცენტრ “ექსპო-ჯორჯიაში” გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ. სტუმრებმა მონაწილე უნივერსიტეტების წარმოდგენილი სტენდები დაათვალიერეს და წარმოდგენილ მასალებს გაეცნენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოფენაზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტენდი დაათვალიერა.
მან უნივერსიტეტის რექტორს, დოქტორ ილიას ჩილოღლუს და წამატებები უსურვა.
“განათლება არის ჩვენი მთავრობის ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი, რადგან განათლებული თაობის გარეშე ჩვენთვის წარმოუდგენელია, როგორ უნდა შევძლოთ ისეთი სიძნელეების გადალახვა, როგორიც არის უმუშევრობა, ეკონომიკა. სწორედ ამიტომ, ჩვენი მთავრობა კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს მეცნიერების ხელშეწყობას”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის“ გახსნაზე.
’’დარწმუნებული ვარ, მსოფლიო მეცნიერების უახლესი მიღწევების გაცნობასთან ერთად, აუცილებლად გავიხსენებთ ჩვენს დიდ მეცნიერებს და ახალგაზრდა თაობას გავუღვივებთ ინტერესს, რომ სხვადასხვა თაობის ერთობით, შევძლებთ, გავხდეთ საერთაშორისო სამეცნიერო სივრცის სრულუფლებიანი წევრი“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა და აღნიშნა, რომ სულ მალე ხელი მოეწერება ’’ევროკავშირის პროგრამის – „ჰორიზონტ 2020-ის“ ასოცირებული წევრობის შესახებ“ ხელშეკრულებას, რაც ქართველ მეცნიერებს შესაძლებლობას მისცემს, კიდევ უფრო გააღრმავონ საერთაშორისო თანამშრომლობა, მოიზიდონ დამატებითი თანხები და აწარმოონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევები”, – დასძინა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები