საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს სამახსოვროდ ტრადიციული სუვენირები გადაეცათ
მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს სამახსოვროდ ქართული ტრადიციული თექა, მინანქრის სამაგრი და ცნობილი ქართველი ქალბატონების შესრულებით კლასიკური ნაწარმოებების მუსიკალური ნაკრები გადაეცათ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის მაღალი დონის სტუმრებისთვის ღონისძიების სიმბოლიკით გაფორმებული მინანქრის გულსაბნევი წეროვანში მდებარე სოციალურ საწარმო იკორთაში დამზადდა. საწარმო მინანაქარს ძველი ქართული ტრადიციით ამუშავებს და მასში 2008 წლის ომის შედეგად დევნილი ქალბატონები არიან დასაქმებულნი. მათ ასევე სახსოვრად გადაეცათ საინფორმაციო მასალებისთვის განკუთვნილი ჩანთა, რომელიც ტრადიციული ქართული თექის დეკორატიული ყვავილით გაფორმდა. ყვავილიც ასევე ქალბატონების მიერ მზადდება, საქართველოში არსებულ სხვადასხვა მცირე საწარმოში.
სპეციალურად გენდერული თანასწორობის მაღალი დონის კონფერენციისთვის გაკეთდა მუსიკალური დისკი, რომელშიც შეკრებილია, ცნობილი ქართველი ქალბატონების შესრულებით მუსიკალური ნაწარმოებები (ელისო ბოლქვაძე, ლიანა ისაკაძე, თამარ გაბარაშვილი, ელისო ბოლქვაძე, ლიზა ბათიაშვილი, დუდანა მაზმანიშვილი, ქეთევან ქემოკლიძე, ანიტა რაჭველიშვილი, ნინო სურგულაძე, ნინო მაჩაიძე).
საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის მუსიკოსებს თანამონაწილეობისათვის. კონფერენციის სამახსოვრო ნაკრები ჩანაწერების წიგნაკსაც მოიცავს, რომელიც სპეციალურად ღონისძიებისთვის ბიოლის ფონდთან თანამშრომლობით შეიქმნა. ჩანაწერების წიგნაკი გაფორმებულია პროექტ “50 ქალი საქართველოდან” ფოტოალბომით. პროექტი სხვადასხვა ეპოქაში მოღვაწე იმ ქართველ ქალბატონებს ეძღვნებათ, რომლებიც საქართველოში გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებებისთვის იბრძოდნენ.