ნოდარ ხადური საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირსა და გაეროსთან თანამშრომლობით ორგანიზებულ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას „გენდერული თანასწორობისკენ – გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში“ დაესწრო.
როგორც “კვირას” ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებას, ევროკავშირის ინსტიტუტების და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ოფიციალურ პირებთან ერთად, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონის ქვეყნებიდან 250-მდე წარმომადგენელი ესწრება. მათ შორის, მონაწილეები სამთავრობო, არასამთავრობო და აკადემიური წრეებიდან, ასევე გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოსა და ნატოს წარმომადგენლები.
კონფერენცია საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ.
კონფერენცია სამი ძირითადი საკითხის განხილვას მიეძღვნება: ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერება, ქალთა როლის გაზრდა მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში და ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები