„უჩა მამაცაშვილი ჩემი ბიძაშვილი კი არა, დეიდაშვილია"
საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა გადაცემა „პოლიტიკის დროში“ უჩა მამაცაშვილზე დადებით კონტექსტში ისაუბრა. ივანიშვილმა დაადასტურა, რომ მამაცაშვილი მისი დეიდაშვილია და ის “თანაინვესტირების ფონდის” ერთ-ერთი ხელმძღვანელია, თუმცა, მის მიერ “ბიზნესის დაყაჩაღების” შესახებ ოპოზიციის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას “სიცრუეს” უწოდებს. ივანიშვილის თქმით, რასაც წლების განმავლობაში “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ინაწილებდნენ, დღეს სახელმწიფოს ხმარდება და ამაში ლომის წვლილი უჩა მამაცაშვილს მიუძღვის.
„უჩა მამაცაშვილი ჩემი ბიძაშვილი კი არა, დეიდაშვილია და ჩემს ნათესავებს შორის გამოვარჩევდი – ძალიან მიყვარს. ის პატიოსანი და გულწფელი ადამიანია. მისი დედა ჩემთვის ადამიანობის სიმბოლოა. რაც შეეხება ბიზნესს და მასზე ყაჩაღობას, დღეს ყველანი თავის სამრეკლოდან იყურებიან და თავიანითი ხელწერის შესაბამისად საუბრობენ. საზოგადოებას ვაძლევ პატიოსან სიტყვას, რომ ის, რასაც ადრე “ნაცები“ ინაწილებდნენ, დღეს ყველაფერი სახელმწიფოს ხმარდება და უჩას აგაში ლომის წვრილი მიუძღვის. თითოეული კაპიკი, რაც სახელმწიფოს ეკუთვნოდა, ისევ სახელმწიფოს ხმარდება“, – განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.