ცხინვალში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ცხინვალში ავტომობილით მოძრავმა მამაკაცმა ორი ქალი გაიტანა, რომლებიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალნენ. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ვლადიმერ გაბარაევის ინფორმაციით, მძღოლს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ინფორმაციას სააგენტო „სპუტნიკი“ ავრცელებს.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა 9 ოქტომბერს ცხინვალის პურის საცხობ ქარხანასთან მოხდა. მძღოლი ქვეითად მოსიარულეებს იმ მომენტში დაეჯახა, როდესაც ისინი გზაზე გადადიოდნენ.

ცხინვალის პოლიციის ინფორმაციით, მძღოლმა არ გამოიჩინა ყურადღება, რასაც დაჯახება მოჰყვა. გარდა ამისა, მან ავარიის შემდეგ შემთხვევის ადგილი მიატოვა. ამავე ინფორმაციის მიხედვით, მძღოლმა ავტომობილი ზნაურის რაიონის ტყეში მიატოვა. მამაკაცი მომდევნო დღეს ვლადიკავკაზში დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები