„არასაპარლამენტო ოპოზიცია "ნაციონალური მოძრაობის" ჩვევებს იღებს“

საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა არასაპარლამენტო ოპოზიცია შეაფასა და ის “ნაციონალურ მოძრაობას” შეადარა.  ყოფილმა პრემიერმა  არასაპარლამენტო ოპოზიციას ურჩია, რომ კონსტრუქციულები იყვნენ.
,,ძალიან ცუდია, რომ არასაპარლამენტო ოპოზიცია “ნაცონალური მოძრაობის” ჩვევებს იღებს, არაკონსტრუქციული, მძიმე გამონათქვამებით არის დაკავებული და არაობიექტურები არიან. ჩვენ არ ვართ ასეთი ყრუები და დებილები, რომ თეთრი შავად მოგვაჩვენოს. ასე იქცეოდა “ნაციონალური მოძრაობა” და დღესაც საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია ამ რიტორიკას იყენებენ. მე ვურჩევდი მათ, რადგან “ნაციონალებთან” ბევრი რჩევა მქონდა, მაგრამ არაფერი არ გამოდის, ისინი მაინც იყვნენ კონსტრუქციულები“, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა  გადაცემა „პოლიტიკის დროში“ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები