პარალიზებული რუსთაველის გამზირი და მსვლელობა კანცელარიისკენ – ინაშვილის გუნდი აქციას მართავს

რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან მთავრობის ადმინისტრაციისკენ “პატრიოტთა ალიანსი” და მათი მხარდამჭერები მსვლელობას მართავენ.
აქციის მონაწილეები ადმინისტრაციისკენ ე.წ პლაკატებით მიემართებიან, წარწერით: “არა გაყალბებულ არჩევნებს”, “არა არჩევნების გამყალბებლებს”.
ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია.
მსვლელობის მონაწილეები საარჩევნო გარემოს შეცვლას მოითხოვენ.
მსვლელობის დაწყებამდე “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა, ირმა ინაშვილმა საკუთარ მხარდამჭერებს მოუწოდა სიმშვიდისკენ, მან ასევე მადლობა გადაუხადა პატრულის თანამშრომლებს, რომლებიც, ინაშვილის თქმით, მათზე დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად ასრულებენ.
როგორც ინაშვილმა აღნიშნა, მათ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროში მსვლელობასთან დაკავშირებით, შეტანილი აქვთ, შესაბამისად, აქვთ ნებართვა მსვლელობის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები