საქართველოს პრემიერ-მინისტრი საგურამოს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს საგურამოს ეწვევა. 13:00 საათზე, ირაკლი ღარიბაშვილი ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში დაესწრება ილიაობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებას და ილიას პრემიის გადაცემის ცერემონიას. როგორც “კვირას“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ილიაობის დღესასწაულის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი თადეოს გურამიშვილის რესტავრირებულ მარანს გახსნის.
“პროექტი, მცხეთის რაიონში, საგურამოში კომპანია “კახური ტრადიციული მეღვინეობამ” განახორციელა. ახალი ტურისტული ობიექტი ფუნქციონირებას დაიწყებს მისი გახსნის მომენტიდან, სადაც ტურისტებს საშუალება ექნებათ იხილონ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უძველესი ძეგლი – თადეოზ გურამიშვილის მარანი, ასევე გაეცნონ ქართულ კულტურას და დააგემოვნონ ქართული ღვინო. პროექტი ასევე მოიცავს მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ ღვინის გადამამუშავებელ საცავს, სადეგუსტაციო დარბაზს და სხვა ინფრასტრუქტურას.
გურამიშვილებისა და წმ. ილია მართლის ობიექტი, საგურამოში, საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული ობიექტი იქნება”, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები