გიორგი მარგველაშვილი საგანგებო განცხადებას გააკეთებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სპეციალური განცხადების გაკეთებას გეგმავს.
ბრიფინგის გამართვის ზუსტი დრო ამ ეტაპზე უცნობია. პრეზიდენტი სპეციალურ განცხადებას სავარაუდოდ, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთებს.
აღსანიშნავია, რომ გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ერთად მარნეულის მოსახლეობას ხვდება.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გუშინდელი გადაწყვეტილებით “რუსთავი 2”-ის დროებით მმართველად რევაზ საყევარიშვილი დაინიშნა, არხის აქამდე მოქმედ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას კი უფლებამოსილება შეუწყდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები