სამედიცინო დაწესებულებებში ახალი მოსარგებლეების რეგისტრაციის წესი იცვლება

   შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდა. 2014 წლის 1 აპრილიდან, ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებმა ახალი მოსარგებლეების რეგისტრაცია სპეციალური სააღრიცხვო დოკუმენტის მიხედვით უნდა განახორციელონ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაჯარიმდება ყველა ის კლინიკა და პოლიკლინიკა, რომელიც დაარღვევს პაციენტის უფლებას და მასთან შეთანხმების გარეშე დაარეგისტრირებს პაციენტებს. ამბულატორიებში, მთელ რიგ შემთხვევაში, ბენეფიციარები დარეგისტრირებულნი არიან მათი რეალური თანხმობის გარეშე, რაც იწვევს მოსახლეობის უკმაყოფილებას და საფრთხეს უქმნის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდების პროცესს.
სიტუაციის დარეგულირებისათვის, მიზანშეწონილად ჩაითვალა 2014 წლის 1 აპრილიდან პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებმა ახალი მოსარგებლეების რეგისტრაცია განახორციელონ მხოლოდ მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით დამტკიცებული სპეციალური სააღრიცხვო დოკუმენტით. პროგრამაში მონაწილე დაწესებულებებს მკაცრი აღრიცხვის ფურცელი უსასყიდლოდ გადაეცემათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები