საპარტნიორო ფონდი ახალ პროექტს იწყებს

    საპარტნიორო ფონდმა ადგილობრივ კომპანია შპს „აისიიეს“-თან ერთად (ICES) ხელი მოაწერა ხელშეკრულებას და წარმოების სექტორში სამშენებლო მასალის ე.წ. „სენდვიჩ პანელების“- ახალი პროექტის განხორციელება ოფიციალურად დაიწყო. ოფიციალური შეთანხმება საპარტნიორო ფონდსა და შპს „აისიიეს“ შორის „ქორთიარდ მარიოტში“ გაფორმდა.
„სამშენებლო სექტორისთვის ეს დიდი დახმარება იქნება, ვფიქრობ, ასეთი პროექტების ხელშეწყობა და განხორციელება უაღრესად მნიშვნელოვანი საქმეა ეკონომიკის გაძლიერებისთვის,“- აღნიშნა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ.
ე.წ. სენდვიჩ პანელების გამოყენება სამშენებლო კომპანიებს შეუმცირებს მთლიან დანახარჯს და 90%-ით ჩაანაცვლებს იმპორტირებულ პროდუქციას. საწარმო განთავსდება ქ. რუსთავის გზატკეცილზე და აღჭურვილი იქნება თანამედროვე იტალიური დანადგარებით. საწარმოო ხაზის დაგეგმილი სიმძლავრე იქნება 2.8 მლნ მ2 პანელი წელიწადში.
კომპანია პირველ პროდუქციას 10 თვეში გამოუშვებს და მისი 45% საქართველოში გაიყიდება, ხოლო 55% გავა ექსპორტზე: ყაზახეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და რუსეთში. ინვესტიციის მთლიანი მოცულობა 6 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები