„სითი ინსტიტუტი საქართველო“ თსუ-ში მიწათსარგებლობის გეგმის განახლების კონკურსში გამარჯვებული გუნდის პრეზენტაციას გამართავს

ხვალ, 3 ნოემბერს 10 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზის ფოიეში (კორპუსი 1) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და ორგანიზაცია „სითი ინსტიტუტი საქართველო“-ს მიერ ორგანიზებულია ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს ქ. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების კონკურსში გამარჯვებული გუნდის საჯარო პრეზენტაციას.
როგორც “კვირას” ორგანიზაციიდან აცნობეს, შეხვედრის მიზანია, “თბილისისთვის უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული გუნდის („სითი ინსტიტუტი საქართველო“, „AS&P – Albert Speer & Partner GmbH“, „Atelier Alfred Peter Paysagiste“, „DR. BRENNER INGENIEURGESELLSCHAFT MBH“, სსიპ – „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, ა(ა)იპ „CENN – კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი) ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა და მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობის ძირითადი პრინციპებისა და მიდგომების გაცნობა.
ღონისძიებაზე დასასწრებად მოწვეულნი არიან ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციები, საელჩოები, შესაბამის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პროფესიული გაერთიანებების წარმომადგენლები”, – აცხადებენ ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები