რიმა ბერაძემ და დავით ნარმანიამ ჩუღურეთის რაიონში დასრულებული და მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები მოინახულეს

ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ, ქალაქის მერთან დავით ნარმანიასთან და რაიონის გამგებელთან ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად, 13 ივნისის სტიქიის დროს ჩუღურეთში დაზიანებული ობიექტების მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები მოინახულა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, მაჟორიტარმა დეპუტატმა და ქალაქის მერმა დავითაშვილისა და ბაგრატიონის ქუჩებზე დასრულებული ორმოცი ობიექტი დაათვალიერეს, სადაც გრუნტის დამჭერი კედლები ჩაისხა, ასევე შეამოწმეს სტიქიის შედეგად დაზიანებული და სრულად აღდგენილი 45 საცხოვრებელი სახლის სახურავი.
ამჟამად სამუშაოები 20 მისამართზე დასრულებულია, ხოლო 26 მისამართზე საყრდენი კედლების მოწყობა გრძელდება. დარჩენილი სამუშაოების დიდი ნაწილი ნოემბრის ბოლომდე დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები