თბილისის სკოლების წარჩინებული მოსწავლეები დასაჩუქრდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, ქალაქ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა თბილისის საჯარო სკოლების 356 მეათეკლასელს საჩუქრად პერსონალური კომპიუტერები გადასცეს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წელს მოსწავლეთა წახალისების პროგრამის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით 1970 წარმატებული მოსწავლე დაჯილდოვდება. პროგრამის ბენეფიციარები არიან საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც 2014-2015 სასწავლო წელს საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) დაასრულეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე). როგორც „კვირას“ უწყებიდან აცნობეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებისთვის არაერთ პროექტს ახორციელებს. შესაბამისად, ყოველწლიურად იზრდება წარჩინებულ მოსწავლეთა რიცხვი, სტატისტიკა ასეთია: საქართველოს მასშტაბით პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ: 2012-2013 წლებში -1468 მოსწავლე; 2013-2014 წლებში – 1629 მოსწავლე; 2014-2015 წლებში – 1970 მოსწავლე. თბილისი: 2012-2013 წლებში – 302; 2013-2014 წლებში – 323; 2014-2015 წლებში – 356.
2015 წლის წარჩინებულ მოსწავლეთა სკოლების რეიტინგი: კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა-14 მოსწავლე; გალაკტიონ ტაბიძის სახელობის თბილისის №51 საჯარო სკოლა- 12 მოსწავლე; თბილისის №77 საჯარო სკოლა-11მოსწავლე; ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის თბილისის №163 საჯარო სკოლა-10 მოსწავლე; თბილისის №107 საჯარო სკოლა-9 მოსწავლე; თბილისის №161 საჯარო სკოლა-9 მოსწავლე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები