პან გი მუნი: პალესტინა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი 1 აპრილს გახდება

 პალესტინა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი რამდენიმე თვეში გახდება. ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა განაცხადა. გენერალური მდივნის განცხადებაში ნათქვამია, რომ „პალესტინის სტატუსი წევრობის შესახებ ძალაში 2015 წლის 1 აპრილს შევა“.
შეგახსენებთ, რომ პალესტინის ლიდერის მაჰმუდ აბასის მიერ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში გაწევრიანების შესახებ ხელმოწერის საპასუხოდ ისრაელმა პალესტინისთვის შეგროვებული 127 მილიონ დოლარზე მეტის გადაცემა გაყინა. საუბარია ყოველწლიურ გადარიცხვაზე, რომელსაც პალესტინის მთავრობა თავად ხელისუფლების ხარჯებისთვის და სახელმწიფო მოხელეების ხელფასისთვის იყენებს.
ისრაელი აღნიშნულ ფულს საკუთარ ტერიტორიაზე პალესტინელი მუშებისგან იღებს. გარდა ამისა, თანხა პალესტინელ ბიზნესმენებსა და  მათი ისრაელელი პარტნიორების გარიგების შედეგად გროვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები