IPSAS-ის ტრენინგი დაიხურა

ორკვირიანი ტრენინგი, რომლის მიზანი სახელმწიფო ხაზინის მოხელეთა საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებში (IPSAS) მომზადება იყო, დასრულდა.
ტრენინგი ევროკავშირის საჯარო ფინანსების პოლიტიკისა და მართვის რეფორმების პროექტის მხარდაჭერით, ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში გაიმართა. მის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრნენ: ფინანსთა მინისტრის მოადგილე, სახაზინო სამსახურის უფროსი ცოტნე ყავლაშვილი, პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის ხელმძღვანელი არნოლდ ჰოიტინკი და სპეციალურად ტრენინგისთვის ევროკავშირის სახელმწიფო ფინანსების მართვის პროგრამის ფარგლებში, ლუის ბერგერის გუნდის ხელშეწყობით მოწვეული IPSAS-ის გამოცდილი ექსპერტი ჯორჯ ბრიტანი.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებისა და გაანალიზებისთვის მნიშნელოვანია ადგილობრივი კადრების კვალიფიკაციის ამაღლება. სწავლება მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ სახელმწიფო ხაზინის სერტიფიცირებული თანამშრომლები, შემდგომ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრებს გაუზიარებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები