რეზო ამაშუკელი „ნაციონალებს“: ნუ დაეთრევით გარეთ, დაეყარენით სახლებში

პოეტ რეზო ამაშუკელს სააკაშვილი-ბოკერია-გვარამიას აუდიოჩანაწერების საუბრის შინაარსი არ გაჰკვირვებია.
„კვირასთან“ საუბრისას ამაშუკელი ამბობს, რომ სააკაშვილი და მისი თანამოაზრეები საკუთარი ზრახვების განსახორციელებლად არაფერს, მათ შორის სისხლისღვრასაც არ მოერიდებიან.
„რაც არ უნდა ამტკიცონ გვარამიამ და ბოკერიამ, რომ სააკაშვილთან საუბრისას საქართველოში არეულობის მოწყობა არ იგეგმებოდა, არ გამოუვათ. ამ აუდიოჩანაწერის ავთენტურობაში და იმაში, რომ მათ, მართლაც, უნდათ საქართველოში არეულობის და ქაოსის შემოტანა, ერთი წუთით არ მეპარება ეჭვი. გვარამიას ურჩევნია, თავის „კონჩიტებს“ ელაპარაკოს მეგობრულად.
სააკაშვილზე რომ ამბობს, მეგობარია ჩემიო. ესენი არიან სისხლისმსმელები, 4 წელიწადია ხმის ჩახლეჩვამდე ვყვირი, რომ დასაჯეთ „ნაციონალები“, დაიჭირეთ ბოკერია, თარგამაძე, მაგრამ ამაოდ. ესენი რომ არ დაისაჯონ, ქართველი ერი ისტორიაში გაუპატიურებულად დარჩება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს „შავი ლაქა“ ჩამოვირეცხოთ. თუ ეს სისხლისმსმელები სათანადოდ არ დაისაჯნენ, ხალხი ქუჩაში გავა და მე ამას წინ არ აღვუდგები.
იმის ნაცვლად, რომ გამოთრეულიყვნენ და ბოდიში მოეხადათ ხალხისთვის, უარესს აკეთებენ. გამოდის ეს ჭიაბერაშვილი და ტლიკინებს, ამით ხალხს უფრო აღიზიანებს. ნუ დაეთრევიან გარეთ, ქუთაისში პარლამენტში, დაეყარონ სახლებში, სანამ დროა, თორემ მერე სახლებში დამალვაც არ უშველით. გამოვათრევთ გარეთ და პასუხს მოვთხოვთ, იდიოტ თარგამაძესაც და დანარჩენებსაც“, -განაცხადა ამაშუკელმა “კვირასთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები