ვასილ მაღლაფერიძე: “ნაციონალები” ახლაც მორიგ სისხლისღვრას გეგმავდნენ

ახლაც მორიგ სისხლისღვრას გეგმავდნენ, რათა ამ გზით ისევ თავზე დაჯდომოდნენ თავის ერს, – ასე ეხმიანება სოციალური ქსელით მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ სატელეფონო საუბარს, სადაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და საპარლამენტო უმცირესობის წევრს გიგა ბოკერიას ესაუბრება.
როგორც მაღლაფერიძე აცხადებს, ადამიანებისთვის ახლა ნათელი უნდა გახდეს, თუ რა მიზნები აქვს სააკაშვილს და მის ბანდას, რომლებმაც საქართველოში შიში, ტერორი და “ბეზპრედელი” დანერგეს.
მისივე თქმით, უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ ფანებად ჩამოყალიბდნენ ობიექტურად უნდა შეაფასონ, ვის ბრმა იარაღადაც იყვნენ გადაქცეულები წლების განმავლობაში.
„ახლა, წესით ყველაზე ტენდენდენციური ადამიანისთვისაც ნათელი უნდა გახდეს, რა მიზნები აქვთ სააკაშვილს და მის ბანდას, რომელთაც შიში, ტერორი და “ბეზპრედელი” დანერგეს საქართველოში” და ახლაც მორიგ სისხლისღვრას გეგმავდნენ, რათა ამ გზით ისევ თავზე დაჯდომოდნენ თავის ერს. წესით, უცხოელმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც “ნაცმოძრაობის” ფანებად ჩამოყალიბდნენ, ახლა მაინც ობიექტურად უნდა შეაფასონ, ვის ბრმა იარაღადაც იყვნენ გადაქცეულები წლების განმავლობაში. რაც შეეხება ტრაგიკომიკურ მდგომარეობაში აღმოჩენილ უკრაინის ხელისუფლებას, რომლის მაღალჩინოსანიც საქართველოში სისხლისღვრას გეგმავდა, საკუთარ მოსახლეობას უნდა მოუხადოს ბოდიში, ასეთი ავანტიურისტების იმპორტირებისთვის“, – წერს მაღლაფერიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები