გიორგი უძილაური: მინდა ვკითხო რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს…

ჟურნალისტი გიორგი უძილაური უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ სატელეფონო საუბარს, სადაც „რუსთავი 2“,-ის გენერალური დირექტორის და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საუბარია ჩაწერილი, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„აკი მედიის თავისუფლებისთვის ვიბრძვითო? აკი “რუსთავი 2” არაა პარტიულიო? გვარამიას აღიარებითი სტატუსის შემდეგ, მინდა ვკითხო “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებს – რას ფიქრობთ ამაზე? როგორ შედიხართ ისტორიაში? როგორც ტერორისტული ორგანიზაციის წევრები? იქნებ, დაფიქრების დროა? (ნაწყვეტი გავრცელებული აუდიოჩანაწერიდან)
სააკაშვილი: გვარამიამ ციხესიმაგრე უნდა ააშენოს თავისი დაცვით, გამაგრებებით, “ბოევიკებით”, რომ “პროსტო” სროლის გარეშე ვერ შევიდნენ.
ბოკერია: “ბოევიკები” მაგას არა ჰყავს…
სააკაშვილი: რა შუაშია, პარტიამ უნდა დააყენოს.
ბოკერია: ხო, ჩვენ მაგისთვის ვემზადებით, რომ პარტიამ დააყენოს“,- წერს უძილაური სოციალურ ქსელში.
მიხელ სააკაშვილი საქართველოში ახალ რევოლუციას გეგმავს. ამ სახის ინფორმაციას აქვეყნებს უკრაინული ვებგვერდი: uareview.in.ua. საიტზე გამოქვეყნებულ სატელეფონო ჩანაწერებში ისმის, რომ სააკაშვილი თავისი პარტიის წევრებს „ბოევიკების“ მომზადებას და ქვეყანაში სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ავალებს. ასეთ ბრძანებას აძლევს ის „რუსთავი-2“-ის დერექტორს ნიკა გვარამიას და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივანს გიგა ბოკერიას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები