გიორგი მარგველაშვილმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთის რესპუბლიკის 92 წლის იუბილე მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტმა თურქ კოლეგას რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთის რესპუბლიკის 92 წლის იუბილე მიულოცა.
„თქვენო აღმატებულებავ, მოხარული ვარ გულითადად მოგილოცოთ თურქეთის რესპუბლიკის 92 წლის იუბილე.
სიხარულით მსურს გავიმეორო, რომ საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თქვენს ქვეყანასთან, როგორც ჩვენს ძლიერ პარტნიორთან, მეგობრული ურთიერთობისა და მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას. მჯერა, რომ საერთო ძალისხმევით, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული ისტორიული კავშირი და მჭიდრო პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ორივე ერის საკეთილდღეოდ.
ვსარგებლობ შემთხვევით და მსურს კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ჩემი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების ურყევი მხარდაჭერისათვის.
თქვენო აღმატებულებავ, მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა პატივისცემა თქვენ მიმართ და ვუსურვო მეგობარ თურქ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა“,-აღნიშნულია მილოცვის წერილში.