ოთარ დანელია: აქციზის გადასახადის შემცირება ადგილობრივი ნედლეულის რეალიზაციას და სპირტიანი სასმელების წარმოებას შეუწყობს ხელს

პირველი იანვრიდან ხილისა და ყურძნის მასალაზე დამზადებულ სპირტიან სასმელებზე აქციზის გადასახადი მცირდება.
აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ აღნიშნა, რომ აქციზის გადასახადის შემცირება ხელს შეუწყობს, როგორც ხილისა და ყურძნის ადგილობრივი ნედლეულისგან სპირტიანი სასმელების წარმოებას, ასევე ადგილობრივ ბაზარზე ადგილობრივი ნედლეულის რეალიზაციას.
„საქართველოს ყველა რეგიონში ხილისა და ყურძნის დიდი რაოდენობის ნარჩენი ნედლეულია, რომლისგანაც მაღალი ხარისხის სპირტიანი სასმელების დამზადებაა შესაძლებელი.
„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2013 წლიდან ახორციელებს, 10-მდე ხილის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა დაფინანსდა. აღნიშნული საწარმოები ყურძნისა და ხილისგან სპირტიანი სასმელების დამზადებას მომავალი სეზონიდან გეგმავენ“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები