10 პენიტენციურ დაწესებულებაში საგანმანათლებლო კურსი დასრულდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, N2, N3, N5, N8, N11, N12, N14, N15, N17, N19 პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით საგანმანათლებლო კურსი დასრულდა.
უწყების ცნობით, კურსებს განათლების სამინისტროს სსიპ საზოგადოებრივ/პროფესიული 6 კოლეჯი ახორციელებდა: ,,იბერია“, ,,ბლექსი“, ,,მოდუსი“, ,,მერმისი“, ,,იკაროსი“ და ,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“. საგანმანათლებლო კურსები შემდეგ საგნებში მიმდინარეობდა ქართული, ინგლისური, კომპიუტერული გრაფიკა, ვებდიზაინი და ,Access-ი. სწავლებაში 340 მსჯავრდებული იყო ჩართული.
საგანმანათლებლო კურსების დასრულების შემდეგ მსჯავრდებულებს კოლეჯის დირექტორებმა სერტიფიკატები გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები