როდის გამოიდარებს საქართველოში – ამინდის პროგნოზი

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 2 ნოემბრიდან გამოიდარებს. როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა, ხვალ დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მატება, თუმცა 31 ოქტომებრს და 1 ნოემბერს საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექი და ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი. 2 ნოემბრიდან კი დათბება.
“ხვალ დასავლეთ საქართველოში ჰაერი 15-დან 20 გრადუსამდე გათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. 31 ოქტომბერს ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო დაიკლებს. ბარში ტემპერატურა 9 გრადუსამდე დაეცემა. მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვლი. 2 ნომებრიდან როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველში ამინდი გაუმჯობესდება და ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს“, – განუცხადა “კვირას“ დოდო გვაზავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები