"აჭარისწყალი ჯორჯიას" თანამშრომელი გარდაიცვალა

  შუახევში ჰესების მშენებელი კომპანია “აჭარისწყალი ჯორჯიას” თანამშრომელი გარდაიცვალა. როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევა კომპანიის შუახევის ოფისში მოხდა. თურქეთის მოქალაქე, რომელიც ელექტრიკოსად მუშაობდა, გულის შეტევით გარდაიცვალა. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები