საქართველოში დასაქმების ეროვნული ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა

საქართველომ რეგიონულ ფორუმს სამუშაო ადგილების შექმნისა და დასაქმების ეროვნული ბაზრების განვითარების საკითხებზე უმასპინძლა.
ფორუმს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრო და სიტყვით გამოვიდა. მისი განცხადებით, ფორუმი იძლევა ახალ შესაძლებლობებს იმისთვის, რომ გაზიარებულ იქნას რეგიონის სხვა ქვეყნების ცოდნა და დაისახოსთ ახალი მიმართულებები. მთავარი ამოცანა გამოცდილების გაზიარებაა ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორიც არის დასაქმება, შრომის ბაზარი, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 130-ზე მეტმა დელეგატმა რეგიონის 6 სახელმწიფოდან – აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან, მოლდავეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან და საქართველოდან. მონაწილეთა შორის იყვნენ ექვსი მონაწილე ქვეყნის – მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო ექსპეტები დასაქმების საკითხებში.
კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს უმუშევრობის გამომწვევი მიზეზები ექვს ქვეყანაში და იმსჯელეს სამუშაო უნარების განვითარების სტრატეგიებზე და პროფესიულ განათლებასა და გადამზადებაზე.
კონფერენცია საერთაშორისო ორგანიზაციების ჯგუფის ორგანიზებით ჩატარდა, რომელშიც შედის: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), მსოფლიო ბანკი, შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები