ზვიად კვაჭანტირაძე „ნაციონალებს“ მიმართავს: მორჩით ზღაპრების მოყოლას და მიხედეთ ოდესის გაკვეთილებს

“როგორ გიბრუნდებათ ენა, დღეს რომ ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს და დიპკორპუსის დისკრედიტაციას ცდილობთ”, – ამ ეპითეტებით მიმართავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე საპარლამენტო უმცირესობას.
ზვიად კვაჭანტირაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს ახსენებს და მიმართავს, თუ როგორ ექცეოდნენ ისინი იმ ამორჩეველს, ვინც „ნაცმოძრაობის“ იდეოლოგიას აღარ იზიარებდა.
„ვისაც მოკლე მეხსიერება აქვს, ან რეალობის შეფასება და დაფასება არ შეუძლია, იმათ გასაგონად ვიტყვი: როგორ გიბრუნდებათ ენა, დღეს რომ ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს და დიპკორპუსის დისკრედიტაციას ცდილობთ, ხელისუფლებას და მმართველ გუნდს პარტიკულარული ინტერესების სასარგებლოდ საქმიანობაში დებთ ბრალს.
და ამას ვინ ამბობს, თქვენ, ყოფილ მმართველ პარტიასთან რომ შესისხლხორცებულები იყავით და ხართ დღემდე? იქნებ ვინმეს დაგავიწყდათ, როგორი ენთუზიაზმით იყავით ჩართულები 2012 წლის საარჩევნო კამპანიაში, როგორ ექცეოდით თქვენს საკუთარ თანამოქალაქეებს, ვინც პოტენციურად აღარ იყო „ნაცმოს“ ამომრჩეველი საზღვარგარეთ და ყველა საშუალებით უზღუდავდით მათ კონსტიტუციურ უფლებებს მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში. იქნებ დაგავიწყდათ, რომ 2008-2009 წლებში როგორი ტოტალური “წმენდა” ჩაატარეთ სისტემაში. იქნებ დღევანდელ სამინისტროდან ვინმემ გაგვახსენოს ყოფილი რეჟიმის პერიოდში რამდენი გამოცდილი, პროფესიონალი დიპლომატი დასვით სახლში. ვეჭვობ, რომ ამ პერიოდში სისტემიდან გაგდებული პროფესიონალების რიცხვმა შეიძლება 200 -ს გადააჭარბოს (დავაზუსტებ). და ბოლოს, თქვენს ტყუილს ერთადერთი არგუმენტითაც გაგიბათილებთ – დღესაც კი, დიახ დღესაც სისტემაში მაღალ დიპლომატიურ თანამდებობებს იკავებენ ჩვენი დაუღალავი კრიტიკოსების და პოლიტიკური ოპონენტების, ძველი რეჟიმის ერთგულ მეხოტბეთა მეუღლეები და ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავებზე რომ აღარაფერი ვთქვათ…
და ბოლოს, ერთი ფაქტი მაინც დაადასტურეთ თქვენი სიზმრებიდან და უკან წავიღებ ჩემს სიტყვებს.
ასე რომ, მორჩით ზღაპრების მოყოლას და მიხედეთ ოდესის გაკვეთილებს. არსად აღარ გავატარებთ თქვენს ტყუილებს. სადაც ისევ მოიტყუებთ, იქვე მოგაჭედებთ მწარე სიმართლეს“, – წერს ზვიად კვაჭანტირაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები