საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თევდორე კობახიძე ხელმძღვანელობდა და რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
სხდომას კომისიის წევრებთან ერთად, მერიის საფინანსო-საქალაქო სამსახურის უფროსი ლევან თევზაია, საფინანსო-საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან მიქავა, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსი კარლო ლაფერაძე და “მეწარმეობის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი ალექსანდრე მარგიშვილი ესწრებოდნენ.
როგორც “კვირას” თბილისის საკრებულოდან აცნობეს, ალექსანდრე მარგიშვილმა კომისიის წევრებს ბიუროს სხდომაზე წარსადგენად თბილისის მუნიციპალიტეტის სამი პროგრამის პროექტი: – ,,შემომყვანი ტურიზმის დარგის განვითარება’’, ,, სავარჯიშო გამაჯანსაღებელი მომსახურების დარგის განვითარება’’ და ,,ხალხური რეწვის დარგის განვითარება’’ წარმოუდგინა.
წარმოდგენილი პროექტების თანახმად, ,,შემომყვანი ტურიზმის დარგის განვითარების’’ პროგრამის მიზანი თბილისში ტურიზმის დარგის განვითარების ხელშეწყობაა. ,,სავარჯიშო გამაჯანსაღებელი მომსახურების დარგის განვითარების’’ პროგრამა დარგობრივი ეკონომიკური მდგრადობის კვლევასა და დასაბუთებას, მეწარმეთა გადამზადებას და მათი სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებას, ასევე თბილისში მოქმედ და ასამოქმედებელ საწარმოებში ინვესტიციებისა და დაფინანსების გაზრდა-მოზიდავას გულისხმობს.
რაც შეეხება ,,ხალხური რეწვის დარგის განვითარებას’’, აღნიშნული პროექტის ამოცანები თბილისში მოქმედი მეწარმეების კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო გაყიდვების ზრდით, ასევე მათი სამეწარმეო უნარ-ჩვევევის გაუმჯობესებითა და მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხისა და ასორტიმენტის ზრდით განისაზღვრება.
კომისიის სხდომაზე დაპუტატებმა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსს კარლო ლაფერაძეს მოუსმინეს, რომელმაც დედაქალაქის მუნიციპალიტეტში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით, მიწისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის პირდაპირი განკარგვის წესით, ასევე თბილისში სხვადასვა უბნებში მდებარე მიწის ნაკვეთების იჯარითა და უძრავი ქონების უზურფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
უწყების ცნობით, დეპუტატებმა ასევე მოისმინეს საკითხი ,,თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ’’ საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის N19-72 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, რაც თვითმმართველობის კოდექსში მომხდარმა ცვლილებებმა გამოიწვია და რითაც ქონების მართვის სააგენტო ხელმძღვანელობს.
საფინანსო-საქალაქო სამსახურის უფროსმა ლევან თევზაიამ კომისიის წევრებს უახლოეს ბიუროს სხდომაზე გასატანად ,,თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების პროექტი წარმოუდგინა და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ცვლილება როგორც შემოსულობების ზრდით, ასევე ქვეპროგრამებსა და პროგრამებს შორის თანხების გადანაწილების აუცილებლობითაა განპირობებული.
სხდომაზე წარმოდგენილ ყველა საკითხს იურიდიულ საკითხთა კომისიის წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები