სახალხო დამცველმა სტუდენტებისთვის კონკურსი გამოაცხადა
საქართველოს სახალხო დამცველმა – „იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა როლი, კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენაში“ – კონკურსი გამოაცხადა.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს. კონკურსის ორგანიზატორია „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შესაძლებლობების გაძლიერება იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების გადასაჭრელად პროექტი“, რომელიც დაფინანსებულია საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მიერ. თემის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 2500 სიტყვას. კონკურსის სამ გამარჯვებულს გამოავლენს სახალხო დამცველის მიერ მოწვეული სპეციალური კომისია.
გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სიგელებითა და პლანშეტური კომპიუტერებით. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა მოგვაწოდონ ნაშრომის ელექტრონული ვერსია ელფოსტაზე: essay.pdo@gmail.com ან ნაბეჭდი ვერსია მისამართზე: თბილისი, რამიშვილის #6, სახალხო დამცველის ოფისი. მოწოდებულ მასალას აუცილებლად თან უნდა ახლდეს ავტორის საკონტაქტო ინფორმაცია: ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი. კონკურსის მონაწილეებმა ნაშრომები უნდა წარმოადგინონ 2015 წლის 22 ნოემბრამდე. ტელ.: +995(32) 2234499 / 2913814 / 577 79 99 95 ელ–ფოსტა: essay.pdo@gmail.com