გიორგი მარგველაშვილი: შეწყალების კომისია აბსოლუტურად აპოლიტიკურად მოქმედებს

შეწყალების კომისია აბსოლუტურად აპოლიტიკურად მოქმედებს – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს კვირეულის ფარგლებში, დიპკორპუსის წარმომადგენლებთან და სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, შეწყალებისა და ლმობიერების გამოვლენა არანაირად არ არის დაკავშირებული ამა თუ იმ საქმის პოლიტიკურ შემადგენელთან. „შეწყალების კომისია აბსოლუტურად აპოლიტიკურად მოქმედებს. შეწყალებისა და ლმობიერების გამოვლენა არანაირად არ არის დაკავშირებული ამა თუ იმ საქმის პოლიტიკურ შემადგენელთან. შეწყალების კომისია მოქმედებს იქედან გამომდინარე, რომ როდესაც ადამიანი მსჯავრდებულია, მეტიც, როცა ადამიანი დამნაშავეა, მაგრამ არის არგუმენტები და ფაქტორები იმისთვის, რომ ადამიანს სახელმწიფომ შეუმსუბუქოს მის მიმართ კანონიერად ძალაში შესული მსჯავრი, ეს არის სახელმწიფოს ის ლმობიერი სახე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, არსებობდეს.
მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს კომპონენტი არანაირ კავშირში არ არის პოლიტიკურ შემადგენელთან. ეს კომპონენტი არის ლმობიერების მაჩვენებელი და არ გულისხმობს არც უსამართლო სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოსწორებას, იმიტომ, რომ მე მჯერა. ეს თავად სასამართლოს გამოსასწორებელია და არ გულისხმობს არც პოლიტიკური პროცესების დაბალანსებას“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები