გიორგი მარგველაშვილი: ჩვენ შევქმნით დასავლურ, ლიბერალურ საზოგადოებას
საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეში ერთ-ერთი ძირითადი ფუნდამენტური ღირებულება არის კანონის უზენაესობა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სასტუმრო “რუმსში” განაცხადა, სადაც ნატოს კვირეულის ფარგლებში დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.
„არის რამდენიმე ფუნდამენტური ღირებულება, რომელიც მტკიცედ უნდა იყოს გაშლილი ჩვენს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეში და, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ძირითადი არის კანონის უზენაესობა.
ჩვენ უნდა მივიღოთ, გავიაზროთ, რომ კანონი და ის, რასაც ჰქვია დაწერილი ღირებულებები, არის აბსოლუტურად ხელშეუვალი და ამ თამაშის წესების, ამ კანონების ირგვლივ იქმნება და სტაბილურდება ყველა სხვა პროცესი. ბუნებრივია, ეს ყოველთვის იოლად არ მიმდინარეობს, მაგრამ თუ ჩვენ გვაქვს დაწერილი კანონები, დაწერილი თამაშის წესები, რომელთა ფარგლებშიც ვმოქმედებთ ჩვენი თავისუფლებით, ჩვენი თვითგამოხატვის უფლებით და უნარებით, ჩვენ შევქმნით დასავლურ, ლიბერალურ საზოგადოებას“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.