ეკა ბესელია: მოსამართლეს აქვს ვალდებულება, რომ მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე იმედოვნებს, რომ მოსამართლე სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.
როგორც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, დღევანდელი ხელისუფლება აბსულუტურად დისტანცირებულია სასამართლო პროცესისგან.
„მოსამართლეს აქვს ერთადერთი მთავარი ვალდებულება, რომ მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. ყოველ შემთხვევაში, ეს არ არის საბოლოო ინსტანცია და ხელისუფლების მხრიდან აბსოლუტური დისტანცირება ხდება პროცესისგან, რათა არავის არ გაუჩნდეს იმის განცდა, რომ მოსამართლეზე ხელისუფლების მხრიდან რაიმე ტიპის გავლენას აქვს ადგილი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.