გიორგი ალიბეგაშვილი “ფინკა ბანკის” პერსონალური საბანკო მომსახურების პირველი სერვის-ცენტრის გახსნას დაესწრო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი, “ფინკა ბანკის” პერსონალური საბანკო მომსახურების პირველი სერვის-ცენტრის გახსნის ცერემონიას დაესწრო.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ღონისძიებაზე ასევე, თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე იმყოფებოდა.
პრეზენტაცია “ფინკა ბანკის” გენერალურმა დირექტორმა, ვუსალ ვერდიევმა გახსნა, რის შემდეგაც, სიტყვით გიორგი ალიბეგაშვილი და ირაკლი ლექვინაძე გამოვიდნენ.
“ფინკა ბანკის” პერსონალური საბანკო მომსახურების სერვის ცენტრის მომხმარებლებლებს მომსახურებას პირადი ბანკირები გაუწევენ.
ფინანსური სფეროს ერთ-ერთ მოწინავე ინსტიტუტს, “ფინკას”, საქართველოში მუშაობის 17-წლიანი გამოცდილება აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები