პრემიერი: საქართველო ბიზნესის კეთების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მომხიბლავი ქვეყანაა
საქართველო ბიზნესის კეთების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ქვეყანაა,- ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ბანკის ანგარიშს, რომელიც ბიზნესის კეთებას უკავშირდება.
მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეიტინგში საქართველოს პოზიცია, წინა წელთან შედარებით, არ შეცვლილა.
„ცვლილება, რომელიც დაფიქსირდა, გამომდინარეობს მეთოდოლოგიის ცვლილებიდან. თუმცა, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბევრ პოზიციაზე გვაქვს გაუმჯობესება და არსად არ გვაქვს გაუარესება. ჩვენ წინ ვუსწრებთ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა – პოლონეთი, შვეიცარია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ესპანეთი, იაპონია, ბელგია, იტალია ლუქსემბურგი და სხვა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობის განკარგულებით, 154 დევნილ ოჯახს ფართები გადაეცემა და გაწეული სამუშაოსთვის ლტოლვილთა და ეკონომიკის მინისტრებს მადლობა გადაუხადა.