მომსახურების სააგენტოს ავღანეთის რესპუბლიკის დელეგაცია ესტუმრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ავღანეთის რესპუბლიკის კომერციისა და მრეწველობის მინისტრი მაღალი რანგის დელეგაციასთან ერთად ეწვია. შს სამინისტროს ინფორმაციით, სტუმრებს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა – დავით მიზანდარმა და სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს.
დელეგაციის წევრებმა შსს-ს მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო დარბაზი დაათვალიერეს, მართვის მოწმობის მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას დაესწრნენ და სააგენტოში არსებული ელექტრონული სერვისების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. სტუმრების განსაკუთრებული ინტერესი სარეგისტრაციო პროცედურებმა გამოიწვია. მათ ამ სფეროში ქართულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები