დავით სერგეენკო: მე პირადად, ამ წლების განმავლობაში პრემია არ ამიღია
მე პირადად, ამ წლების განავლობაში პრემია არ ამიღია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დაწყებამდე საქართველოს პარლამენტის მიერ “საჯარო სამსახურის შესახებ კანონში” ცვლილებების პირველი მოსმენით მიღების ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.
როგორც სერგეენკომ აღნიშნა, მაღალი რანგის თანამდებობის პირებისთვის პრემიის აღების შეზღუდვით მისთვის არაფერი იცვლება.
“მინისტრები არიან აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ასრულებენ იმ კანონებს, რომელსაც ქმნის პარლამენტი. მაგალითად, მე პირადად არ ამიღია პრემია ამ წლების განავლობაში, შესაბამისად, ჩემთან მიმართებაში არც არაფერი შეიცვლება. პარლამენტი იმისთვის არსებობს, რომ კანონები მიიღოს და ასეთი საკითხები განიხილოს სისტემურად. აღმასრულებელი ხელისუფლება კი ასრულებს იმ კანონებს, რასაც პარლამენტი ღებულობს”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.