პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა”ნაციონალურ მოძრაობას” ოფისი “უფასოდ” დაუთმო

როგორც “მარშალპრესისთვის” გახდა ცნობილი, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მრჩევლის ეკონომიკურ საკითხებში, გიორგი აბაშიშვილის მიერ მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული ფართი, ქირავნობის ხელშეკრულებით გადაეცა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქარელის ორგანიზაციას.
2013 წლის 14 აგვისტოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ქარელის სამსახურს განცხადებით მიმართა გიორგი აბაშიშვილის დედამ – ქეთევან აბაშიშვილმა, რათა მომხდარიყო რეგისტრაცია ქირავნობის უფლების წარმოშობის შესახებ მის უძრავ ქონებაზე მაასა და ქარელში, მროველის 19-ში მცხოვრებ გიორგი ახალკაცს შორის. გიორგი ახალკაცი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქარელის რაიონული ორგანიზაციის წევრი და ამავე ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის – ნიკოლოზ ახალკაცის ბიძაშვილია. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ პრეზიდენტის მრჩევლის გიორგი აბაშაშვილის ფართში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქარელის ოფისი გაიხსნა.
კონსპირაციის შენარჩუნებისა და კვალის დაფარვის მიზნით, 2014 წლის 11 აპრილს პრეზიდენტის მრჩევლის დედამ – ქეთევან აბაშიშვილმა განცხადებით მიმართა იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული ბიუროს ქარელის სამსახურს და მოითხოვა აღნიშნული ხელშეკრულების გაუქმება.  ხელშეკრულების გაუქმება ფიქტიურად მოხდა აბაშიშვილსა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს შორის და “ნაციონალური მოძრაობის” ქარელის ორგანიზაციის ოფისი დღემდე განაგრძობს ზემოაღნიშნულ მისამართზე: ქარელში, 9 აპრილის ქუჩა ნომერ 9-ში ფუნქციონირებას, რომელიც, საჯარო რეესტრის მონაცემებით, დღესაც წარმოადგენს გიორგი აბაშიშვილის ოჯახის საკუთრებას.
“მარშალპრესმა” გადაამოწმა ინფორმაცია და ჩვენი ჟურნალისტები იმყოფებოდნენ ქარელში, რა დროსაც დადასტურდა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დღესაც განაგრძობს ფუნქციონირებას გიორგი აბაშიშვილის ოჯახის საკუთრებაში მყოფ ფართში, მიუხედავად საჯარო რეესტრის მიერ გაუქმებული  ხელშეკრულებისა. კანონმდებლობით განსაზღვრული ქირავნობის ხელშეკრულების გარეშე.

წყარო: marshalpress.ge

წარმოგიდგენთ სტატიაში მოყვანილი ფაქტების მტკიცებულებებს:

1 2 3 4 5 6

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები