გია ვოლსკი: კადრების გავრცელებას კატეგორიულად არ ვეთანხმები

პარლამენტის უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი უკრაინული მედიის მიერ სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტს ეხმაურება.
უმრავლესობის წევრი კადრების გავრცელებას კატეგორიულად არ ეთანხმება.
მისივე თქმით, კადრების გავრცელების ფაქტი მთავარ თემად არ უნდა იყოს წამოწეული. „კადრების გავრცელებას კატეგორიულად არ ვეთანხმები. ამ კადრებთან დაკავშირებით მარტო ჩვენი ფსიქიკა არ არის მოუმზადებელი – ეს ახალგაზრდებისთვისაც დამაზიანებელია, მაგრამ მთავარ თემად ამის წამოწევა და ის, რომ არ ვილაპარაკოთ იმაზე, რომ რაღაც საშინელებასთან გვაქვს საქმე, არ შეიძლება. ეს არის უბედურება, რომელზეც გაცილებით მკაცრად უნდა ვისაუბროთ”, – განაცხადა ვოლსკიმ პარლამენტის სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები