გიორგი კვირიკაშვილი ქრისტოფ ჰოისგენს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ქრისტოფ ჰოისგენს შეხვდა.
უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველთან ქრისტოფ ჰოისგენთან შეხვედრებზე საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის ფართო სპექტრი, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმდინარეობა, მიღწეული პროგრესი და პრიორიტეტები, ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შექმნილი ვითარება და რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს.
გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელების პროცესში გერმანიის ხელისუფლების მხარდაჭერის მნიშვნელობას.
ორმხრივი თანამშრომლობის კონტექსტში ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, საქართველოს ეკონომიკისა და მთლიანად რეგიონის პოტენციალით გერმანიის საქმიანი წრეების შემდგომი დაინტერესებისა და ინვესტიციების მნიშვნელობაზე