გიორგი მარგველაშვილი: ძალიან მალე დადგება ის დღე, როდესაც ქართველები და აფხაზები სიყვარულისა და თანამშრომლობის ენაზე ვილაპარაკებთ

საქართველოს პრეზიდენტი აფხაზებს აფხაზური ენის დღეს ულოცავს. გიორგი მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ ძალიან მალე დადგება ის დღე, როდესაც „ქართველები და აფხაზები შევძლებთ წარსულის მტკივნეულ გამოცდილებაზე ამაღლებას და სიყვარულისა და თანამშრომლობის ენაზე ვილაპარაკებთ“ .
„ჩვენ აფხაზ თანამოქალაქეებს, მთელ ქართულ საზოგადოებას გულითადად ვულოცავ აფხაზური ენის დღეს! ჩვენი სამშობლო აქ მცხოვრები ყველა ხალხის საერთო სახლია, თითოეული ეთნოსის კულტურა და თვითმყოფადობა ჩვენი საგანძურის ნაწილია და მის დაცვასა და განვითარებაზე ზრუნვა ქართული სახელმწიფოს საქმეა.
ეს განსაკუთრებით შეეხება აფხაზურ ენას, რომელიც აფხაზური იდენტობისა და კულტურის საფუძველია.
მჯერა, რომ შორს არ არის ის დღე, როდესაც ქართველები და აფხაზები შევძლებთ წარსულის მტკივნეულ გამოცდილებაზე ამაღლებას, მზერას საერთო მომავალს მივაპყრობთ და ერთ – მშვიდობის, სიყვარულისა და თანამშრომლობის ენაზე ვილაპარაკებთ“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები