საპროკურორო საბჭოს ახალი წევრები ადვოკატი ირმა ჭკადუა და პოლიკარპე მონიავა გახდნენ

პარლამენტმა არსამთავრობო სექტორისა და სამეცნიერო წრეების მიერ წარდგენილ კანდიდატებს კენჭი უყარა.
საპროკურორო საბჭოს ახალი წევრები ადვოკატი ირმა ჭკადუა და პოლიკარპე მონიავა გახდნენ.
სულ დასახელებული იყო 3 კანდიდატი, თუმცა ლავრენტი მაღლაკელიძის კანდიდატურა დეპუტატებმა ჩააგდეს. საბჭოში ერთი ვაკანტური ადგილი რჩება – ოპოზიციის კვოტა, რომელზეც ოპოზიცია საკუთარ კანდიდატს არ დაასახელებს.
“საქართველოს პროკურატურის შესახებ” კანონში განხორციელდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, მთავარი პროკურორი საპროკურორო საბჭომ უნდა აირჩიოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები